მერკელის ვიზიტი რუსეთში

 სამსაათიანი მოლაპარაკებები კრემლში – ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულებულია. აუდიენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.

პირისპირ საუბრის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ მცირე კომენტარში რუსეთის პრეზიდენტმა გერმანია რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მოიხსენია. არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვი და ბერლინი საუბრობენ და ერთმანეთთან კონტაქტს ინარჩუნებენ – ასეთი იყო გერმანიის კანცლერის გზავნილი. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი რაიმე სახის დოკუმენტის ხელმოწერას არ გულისხმობდა. კანცლერის რანგში ეს მერკელისთვის ბოლო სამუშაო ვიზიტი იყო.