გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, ის პირობები, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, არ სრულდება. მათი განცხადებით, არაადამიანურ პირობებში ცხოვრება უწევთ. კერძოდ 24 კვადრატულ მეტრ ფართობში 24 ადამიანი, ქალები და კაცები ერთად ცხოვრობენ, სადაც აუტანელი სანიტარული პირობებია. არის კვების პრობლემებიც, რომელიც კონტრაქტით იყო განსაზღვრული, თუმცა არ სრულდება. ასევე, ანაზღაურებაც დაპირებულზე სამჯერ ნაკლებია. გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეები პასუხს საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროში და დასაქმების სააგენტოში გამოეხმაურნენ.