გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის მთავრობის ქმედებებს ნაცისტურ მეთოდებს ადარებდა. წელს, ის ანგელა მერკელს ანკარაში იწვევს, ან შესაძლოა, თავად ეწვიოს ბერლინს, მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება.
თურქეთის პრეზიდენტი ბერლინთან დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ქვეყანასთან, რომელსაც გასულ წელს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, თურქეთის 8 000-მდე მოქალაქემ მიმართა.