მეწყრული პროცესები, ქვათაცვენები, ღვარცოფები, წყალდიდობები – სტიქიურად საშიში ზონები უკვე გამოკვეთილია.
გეოლოგებმა კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს. მონიტორინგი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნის მიხედვით, ყველაზე მეტი სახიფათო ზონა დასავლეთ საქართველოში ფიქსირდება. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, სტიქიური პროცესების განვითარების რისკები კიდევ უფრო გაზრდილია. საშიში კერებია თბილისშიც. მითითებული კონკრეტული უბნები და ქუჩები. დასკვნის ავტორების რეკომენდაციით, პრევენციული ზომების გატარება და საშიშ ზონებში ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესებაა საჭირო. მიმოხილვაში რუკებიც არის დატანილი, შესაბამისად, ყველა მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია.