გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია

ემოციური ფინალი და მერვე მედალი ქართულ ოლიმპიურ ყულაბაში. ტოკიოს თამაშები საქართველოსთვის ისტორიულია. ამდენი მედალი ჩვენ სპორტსმენებს არცერთ ოლიმპიადაზე აუღიათ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას დღეს ვერცხლის მედალი მოუტანა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი 21 წლის ამერიკელ დენ სტივენსონს დაუპირისპირდა, რომელმაც მეოთხედ-ფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა. პეტრიაშვილისა და სტივენსონის ფინალი ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის გვირგვინი აღმოჩნდა. ამერიკელი თავიდან 4:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში გენომ რამდენიმე ეფექტური გდება გააკეთა და წინ გაიჭრა – 8:5. ეს თითქოს გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ამერიკელი არ დანებდა და ბოლო წამს აღებული ორქულიანებით საბოლოოდ გაინაღდა ოქროს მედალი 10-8.

ტოკიოს თამაშებზე ხვალ ფინალურ ბლოკში რეპე-შაჟიდან ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ხვალვე ვიხილავთ კუმოდოში გოგიტა არქანიას გამოსვლას.  უგულშემატკივრეთ ქართველ ოლიმპიელებს!

პირდაპირი რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე და პირველი არხი განათლებაზე (ტელესკოლა)