ოლიმპიური დელეგაციის დაბრუნება საქართველოში

33-ე ადგილი მსოფლიოს მასშტაბით გუნდურ ჩათვლაში და რვა მედალი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე – ასეთია ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შედეგი. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვა.

მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ისევ ლაშა ტალახაძეა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დაიხურა. ოლიმპიური ნაკრების ბოლო შემადგენლობა სამშობლოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მათ შორის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ვაკო ორმოცაძეს ჩავრთავთ ახლა აეროპორტიდან პირდაპირ ეთერში – როგორ აფასებენ ოლიმპიური კომიტეტის წევრები ოლიმპიადის შედეგებს?