#ტოკიო2020 საზეიმო დახურვა

დღეს, 8 აგვისტოს ტოკიოში საზეიმოდ დაიხურა ოლიმპიური თამაშები. ისტორიაში ეს იყო პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა და მას მაყურებელი არ ესწრებოდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა. საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გავიდა, მეორეზე – ჩინეთი, ხოლო მესამეზე – იაპონია. საქართველომ 33-ე ადგილი დაიკავა და გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, ირლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ავსტრია და პორტუგალია.

ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი – ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ხუთმა სპორტსმენმა კი, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ერთმა – ბრინჯაოს მედალი. ღონისძიებას საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

დატოვე კომენტარი