რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე მოკლულის მეუღლე, მეგი სირბილაძე გამოიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა სამსონ ქუთათელაძისა და ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას უთანხმოების საკითხები. მოკლულის მეუღლემ ეჭვი გამოთქვა, რომ დანაშაული სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა.
დაცვის მხარის განცხადებით, დაკავებულს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საფუძველი არ გააჩნდა.