ეროვნული გმირის მშობლიური სახლი მალე პირვანდელ იერსახეს აღიდგენს.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბავშვობისდროინდელ საცხოვრებელში სარესტავრაციო სამუშაოები იწყება. კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მდებარე სახლ-მუზეუმი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს სპეციალისტები საარქივო ფოტო-მასალას გამოიყენებენ.