ეროვნული გმირის იუბილე

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხსოვნას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი მიაგეს. ეროვნული გმირის დაბადების დღეს, მისი საფლავი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერი ღარიბაშვილი. „მისი სახელი მუდამ სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი