გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, მასში მონაწილეობდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები ლატვიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სერბეთიდან.
კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ეროვნული მექანიზმების როლი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში.
კონფერენცია პროექტის - ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.