გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევაა, რისთვისაც, უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ თანამშრომლობით, ორი პროექტი მოამზადა. მათ შემჭიდროვებულ ვადებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი განიხილავს. პროცესი სწორედ ამ გადაწყვეტილების მიხედვით წარიმართება.
აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. უსაფრთხო ხარაჩო, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის მოზაიკა. ამ ეტაპზე ტაძარში წყლის ჩადინება აღარ ხდება, თუმცა ფრესკების დაზიანების პროცესი, ტენიანობის გამო კვლავ ნარჩუნდება. კომიტეტის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტაძრის გამოშრობის ყველაზე უსაფრთხო გზების ძიება.
მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად. დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას წარუდგინა ვებპლატფორმა, სადაც შეტანილია ყველა ინფორმაცია 2008 წლიდან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ.