მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გამოსწორებადი, – ასე ფასდება ქართველი სპეციალისტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება.
კულტურის სამინისტროში იუნესკოს ექსპერტების მიერ მომზადებული ორი მძიმე დასკვნის განხილვის საფუძველზე, გელათის ორივე ტაძარში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჯგუფის შერჩევა უნდა მოხდეს და საპროექტო სამუშაოები დაიწყოს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია და არ არის გამორიცხული, პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ. პარალელურად გელათში მიკროკლიმატის ყოველდღიური კონტროლი განხორციელდება. ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში არსებული დაზიანებები დაკონსერვებულია და ორივე ტაძარი დროებითი გადახურვის ქვეშ არის მოქცეული. იუნესკოს ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, თეა წულუკიანი ამბობს, რომ წვიმის აქტიური სეზონის დაწყებამდე პირველი გასამაგრებელი პრევენციული სამუშაოები ჩატარდება. კულტურის მინისტრი პირობას დებს, რომ საკითხზე პროფესიული დისკუსიები გაგრძელდება.