სტომატოლოგიური კლინიკების იმ ნაწილში, სადაც ჯანდაცვის დაწესებული მოთხოვნები შესრულებულია, მომსახურება განახლდა. სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, 279 კლინიკამ შეავსო განაცხადი, მათგან 179 შემოწმდა, გახსნის ნებართვა კი 164-მა მოიპოვა. იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 1500-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკიდან, მხოლოდ 279-ის შეტყობინება დაფიქსირდა მონიტორინგის სამსახურში, ქეთევან გოგილაშვილი ხსნის იმით, რომ ხელმძღვანელებს, შესაძლოა, კრიტერიუმების დაკმაყოფილების იმედი არ ჰქონდათ. მისი განმარტებით, ყველა მოთხოვნის გათვალისწინება დიდ ფინანსურ რესურს საჭიროებს.
სტომატოლოგიური კლინიკები გეგმურ მომსახურებას დღეიდან განაახლებენ