„კოვიდ 19“-ის პანდემია გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაზე აისახა.
მოქალაქეებს, რომლებსაც მარტის შემდეგ გეგმიური ოპერაციები ჰქონდათ დანიშნული, ლოდინი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისამდე მოუწევთ. გეგმიური ქირურგიული ჩარევები მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია.
რაც შეეხება გეგმიურ გამოკვლევებს და სხვა ტიპის სერვისებს, ამ შემთხვევაში პაციენტებს ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნა უწევთ, რათა რიგები თავიდან იყოს აცილებული. მოქმედებს დისტანციური მომსახურების წესიც. ახალი კორონავირუსის გამო შეჩერებულია სიმსივნის სკრინინგ-პროგრამებიც. გადაუდებელი ოპერაციების დროს კი მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.