ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბინებში გაზის გამათბობლების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით დამონტაჟების საკითხი აქტიურდება.
როგორც ირკვევა ბოლო პერიოდში CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებენ. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები გაქირავებულ ბინებსა და კომერციულ ფართებში ისევ ფიქსირდება, შესაბამისად გაზის კომპანია ქირით მცხოვრებლებს ურჩევს, დამონტაჟებული გაზის დანადგარების შემოწმება მოითხოვონ. პარალელურად, „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს.