ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლის გაზაფხულიდან ბუნებრივ აირს 1600-ზე მეტი აბონენტი მიიღებს. აშენდება 86 კმ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და აქაც, როგორც წალენჯიხაში, მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. 3-წლიანი პროექტის მიხედვით, გაზიფიცირდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 19 სოფელი, ხოლო აბონენტთა რაოდენობა 9000-მდე იქნება. მიმდინარე პროცესს ეკონომიკის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო.