აჭარის მაღალმთიანეთში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

გაზიფიცირების პროცესი გრძელდება აჭარის მაღალმთიანეთში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქედის 65-კილომეტრიან მონაკვეთზე ცენტრალური მილების გაყვანის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება. გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს.

პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.

 

დატოვე კომენტარი