მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულებულია.

შუახევში, სოფელ ხიჭაურში პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებთან ერთად გაზი სიმბოლურად აანთო.

ბუნებრივი აირით, პირველ ეტაპზე, 11 ათასი აბონენტი მომარაგდება.

გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 მილიონ ლარი მეტია.

უკვე დაწყებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპიც, რაც შუახევის სოფელ ხიჭაურიდან, გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.