ეკონომიკის მინისტრი დედოფლისწყაროში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – არხილოსკალოსა და ქვემო ქედში იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ, გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.  მინისტრმა ადგილობრივებს ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურსა და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის ოთხშვილიან ოჯახს, საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.