გავრცელებული ჩანაწერები - შეფასებები

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები კონკრეტული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც.

საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. აღნიშნულ დაუდასტურებელ მასალებსა და ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმა. მომხდარს ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც.