დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე ერთი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამ მუხლებიდან ყველაზე მაღალი სასჯელი რვა წლით თავისუფლების აღკვეთაა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.