ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია. პანდემიის ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ძირითადი ნაწილი მოხსნილია, არსებული ეპიდვითარების შესანარჩუნებლად, ზოგიერთი რეგულაცია კვლავ ძალაშია. 21 მარტს გამოცხადებული, შემდეგ კი ერთი თვით გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა, გასული ღამის 12 საათზე, 23 მაისს გაუქმდა.