თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების საქმის მასალებსა და მიზეზებზე, ასევე, გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ყურადღებას ახალ რეგულაციებზე ამახვილებს.
ომბუდსმენი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად იწყებს ახალ კამპანიას „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. პროექტი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.