მეკობრეები, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები დააკავეს, ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან. ჯერჯერობით უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გემზე დარჩენილი ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან ათი მეზღვაური ხუთი დღის წინ გაიტაცეს, მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა.