გატაცების მორიგი შემთხვევა საოკუპაციო ხაზიდან

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს.

ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.