გატაცება საოკუპაციო ზოლთან

რუსმა სამხედროებმა 33 წლის მოქალაქეს ჯერ ესროლეს და შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს.

ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებია. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

გენო ოსიყმაშვილი ჩავიდა ქვემო ქართლში დეტალების გასარკვევად –  რა მოხდა სხვილოს ციხესთან?