გატაცება საოკუპაციო ხაზთან

რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია და გატაცების ახალი შემთხვევები ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. სოფელ მეჯვრისხევთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს ექვსი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.