საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში კიდევ ორი მოქალაქე აღმოჩნდა.
გატაცებულებს შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე დღეს სოფელ დვანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე დააკავეს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს აქეთაა. მეორე გატაცებული კი სოფელ წითელუბნის მკვიდრია, მას რუსი სამხედროები საქონლის მწყემსვის დროს დაესხნენ თავს.