გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

რუსეთის კიდევ ერთი უკანონო ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე და კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. 37 წლის რამაზ ბეღელურის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაადასტურა.

სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებელი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ოჯახისთვის უცნობია, ოჯახს ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. საოკუპაციო რეჟიმმა, რამაზ ბეღელური უკვე მეორედ დააკავა. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, გააქტიურდა ცხელი ხაზი.