რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე დაკავებულები არიან. ისინი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
სოფელ კოდისწყაროს ორი მკვიდრი ე. წ. მესაზღვრეებმა გუშინ აიყვანეს. ცნობილია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
ვაკო ორმოცაძე იმყოფება სოფელ კოდისწყაროში.