იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებებს აგრძელებს. დღეს საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებს სალომე სამხარაძეს და ნინო სანდოძეს უსმენენ. გასაუბრება უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს კონკურსი, სადაც რეგისტრირებულია 50-მდე კანდიდატი.