კიდევ ორი მეტროსადგური თბილისში, სადაც გარევაჭრობა ნებადართული აღარ იქნება.
მსგავსი საქმიანობა სამგორის და ახმეტელის მეტროსთანაც იკრძალება. ტერიტორია დღეს შესაბამისი ინფრასტრუქტურისგან უკვე გაათავისუფლეს, პროცესმა უხმაუროდ ჩაიარა. დედაქალაქის მთავრობა გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე გადასვლას და შეღავათიანი პირობებით ვაჭრობას სთავაზობს, თუმცა მათი ნაწილი შეთავაზებას არ თანხმდება.
მაკა არჩევნიშვილი გაგვაცნობს, რა გეგმა აქვს მერიას გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე.