გარემოვაჭრეების აქცია

გარემოვაჭრეები ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო კონსტრუქციების გატანას აპროტესტებენ. მოვაჭრეები მოითხოვენ, რომ გამგეობამ მათ პროდუქტის რეალიზაციის უფლება მისცენ, სანამ სხვა ადგილას გადაიყვანენ. დიდუბის გამგეობაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები არსებულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები. შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.