გარემოსდამცველების განცხადება

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ასაშენებელ ჰიდროელექტროსადგურზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კერძო კომპანიამ აუცილებელი კვლევები სათანადოდ არ ჩაატარა, შესაბამისად, ადგილობრივების წუხილს ნამდვილად აქვს საფუძველი.

გარემოსდამცველები ასევე ამბობენ, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობით საფრთხე ექმნება ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც.

საკითხს გარემოს დაცვის მინისტრი ეხმაურება. ლევან დავითაშვილი მზად არის, დაინტერესებულ მხარეებთან ყველა საკითხზე ჩაერთოს დიალოგში.