გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა-სთვის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია. კომპანია ბიზნესმენ დავით ხიდაშელს უკავშირდება. მიზეზი დათქმულ ვადებში სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის არ წარდგენაა. საკითხი გასაჩივრებულია სასამართლოში. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ ტერიტორიის გადაბარება არ მომხდარა, შესაბამისად, არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმაც.