კვლევის პრეზენტაცია

15:21, 25.12.2018

საქართველოში შემოწმებულ ბენზინში ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 240 ბენზინგასამართი სადგურიდან მოხდა სინჯების აღება. შემოწმდა როგორც ბრენდული, ასევე დაბალფასიანი ბენზინგასამართი სადგურებიც. შემოწმება გაუფრთხილებლად მოხდა.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური 2019 წელს ბენზინში სხვა დამაბინძურებელი ქიმიური ელემენტების ნორმის და დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის გაკონტროლებასაც გეგმავს.

მსგავსი