2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 620 შემთხვევა, მათ შორის 8 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორისაა პანკისის ხეობაც, სადაც ინერტული მასალების უკანონო მოპოვების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ამ ფაქტმა ხეობის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
წიაღით სარგებლობასთან დაკავშრებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და არგუმენტები – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტში.