გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს
ცოტა ხნის წინ პარალიზებული იყო მოძრაობა გორის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა. ამ წუთებში კი პროტესტმა გორის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა.
აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ.
ნინო ფისაძე დეტალებით.