აქცია გორში

19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს.

გარდაცვლილის მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს და გზაზე დატოვეს.

თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა, 112-შიც დარეკა დახმარების თხოვნით და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს, თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა.

დატოვე კომენტარი