სამტრედიის რაიონის სოფელ გომში, სამი თვის წინ, ახალციხის საწრთვნელ ბაზაზე გარდაცვლილი, 31 წლის მირზა ჩაჩუას ოჯახმა, ნათესავებმა და მეზობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ჩაჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა დაუდგინა.
ჯარისკაცის ოჯახი აცხადებს, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული. ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. მათივე თქმით, ჩაჩუა არასოდეს სვამდა. ოჯახის წევრები მოითხოვენ, საქმის ობიექტურ გამოძიებას და პასუხს კითხვაზე თუ რა მოხდა საწრთვნელ ბაზაზე.