მცხეთაში მომხდარი ტრაგიკული და ბუნდოვანებით მოცული ამბის გაგრძელება.
გამომძიებლები კონფლიქტის ადგილზე მყოფ ორ პირს ამ წუთებში მეორედ კითხავენ. გამოძიების პირველადი ვერსიით, დაბადების დღის წვეულებაზე მომხდარ და შემდეგ გზაზე გაგრძელებულ ჩხუბში 19 წლის გიორგი შაქარაშვილი არ მონაწილეობდა. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდის მიიღო დაზიანებები სპორტსმენმა და რა გახდა საფეხბურთო კლუბ „საბუთალოს აკადემიის“ ფეხბუთელის გარდაცვალების მიზეზი.
რეზონანსულ საქმეზე, რომელსაც დღეს ძალადობის მუხლიც დაემატა, ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.