ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური ამოქმედდა.
ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა მსხვილ ენერგეტიკულ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება ელექტროსისტემაში ავარიის დროსაც. სადგურის მშენებლობაზე 180 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ენერგოობიექტი გაზის მოხმარების კუთხითაც ეკონომიურია.