განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს
სამხედრო ფიცი მიიღეს დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა. ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან. ისინი უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და მოკლევადიანი შვებულებით ისარგებლებენ.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.