ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ვერის ბაღში გვიან ღამით დასრულდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ, ქუჩებში პატრულირებისთვის, მოხალისედ ჩაწერა იწყება. ამის შემდეგ კი მეთაურთა შერჩევა მოხდება. ბრძოლის იარაღად კი ქამრებისა და კომბლების გამოყენებას გეგმავენ. ვასაძემ შეკრებილებს მოუწოდა, შეურაცხყოფის შემთხვევაში, აგრესიით არავის უპასუხონ ან უკიდურეს შემთხვევაში, ყური აუწიონ. ამ იდეების ავტორი აცხადებს, რომ მათი ქმედებების მიზანი სამშობლოსა და ტრადიციების დაცვაა.