განცხადებები ლგბტქ პრაიდის კვირეულზე

თბილისში ლგბტქ პრაიდის გამართვამდე 4 დღით ადრე, საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი ჩატარება.

სპეციალურ განცხადებაში ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას, თუმცა აცნობიერებენ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა პრაიდის ჩატარებას მოყვეს. ლგბტქ თემის წარმომადგენლები საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 18-23 ივნისს ღონისძიებებს მაინც ჩაატარებენ. პრაიდის გამართვის შემთხვევაში, კონტრ-აქციის ორგანიზებას გეგმავს „ქართული მარში“. მმართველი გუნდი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და თავად ლგბტქ თემის წარმომადგენლები რეაგირებას  შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას სწორედ ძალოვან უწყებას აკისრებენ.

ანა ბროლაძე დეტალებით.