„ლელოს“ ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მათ აქცენტი მედიკამენტების ფასების ზრდაზე გააკეთეს.
ვატო სურგულაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებამ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, „ლელოს“ გუნდს კი მარშალის გეგმაში დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უზრუნველყოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უფასო და დანარჩენი მოსახლეობა ხელმისაწვდომი ხარისხიანი მედიკამენტებით.