ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი

მეორე დღეა, ბორითში მუშების აქცია გრძელდება – თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ბორითის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით არიან გაფიცული. ისინი ამ წუთებში ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო კომპანიის ოფისთან მართავენ აქციას. მათი მოთხოვნაა, ყოველდღიური ანაზღაურების 30 პროცენტით გაზრდა და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა.

აქციის მონაწილეების თქმით, რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ და ლარის გაუფასურების პირობებში, ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ. გაფიცული მუშების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება და საკითხის მოგვარებაში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.