„ლელოს“ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტია „ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ, მხარდამჭერებთან ერთად, აქცია გამართა სახელწოდებით – „ტიკარაძე კლავს“. როგორც სურგულაძემ განაცხადა, რთული ეპიდვითარებიდან გამოსასვლელად, ჯანდაცვის სამინისტროს მათ არაერთი პროექტი შესთავაზეს, თუმცა სამინისტრომ მათი შეთავაზება არ გაითვალისწინა. სურგულაძე ამბობს, რომ არსებული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.