განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ანგარიში

მიმდინარე წელს ათეულობით სკოლა შემოწმდა და  101 დასკვნა დაიწერა – ასეთია განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების 2018 წლის ანგარიში. ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი გოჩიშვილმა განაცხადა, რომ  დოკუმენტში სხვადასხვა სიმძიმის დარღვევებზეა საუბარი, რის საფუძველზეც რვა სკოლის დირექტორი გათავისუფლდა და 22 კანონდარღვევაზე საქმე საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.

დარღვევების თემით დაინტერესების შემთხვევაში, გიორგი გოჩიაშვილი მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.